Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევაა


რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 30-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების ადგილზე დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილემ, ანა გაგლოევამ სააგენტო „რეს“-ს აცნობა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი დაუდგინდა კიდევ 5 პირს. მათგან 4 რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსანტია და ცხინვალში დაბრუნების შემდეგ კარანტინში იმყოფებოდნენ. გაგლოევას ინფორმაციით, ამჟამად კარანტინში რჩება 279 პირი.

საერთო ჯამში 30 ინფიცირებულიდან უმრავლესობა რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსანტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG