Accessibility links

გაეროს გაფრთხილებით, კორონავირუსის გამო მოსალოდნელია ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისი


კორონავირუსის პანდემიამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური ჯანმრთელების გლობალური კრიზისი, რადგან საზოგადოებები სასოწარკვეთას განიცდიან დაავადებების, სიკვდილის, იზოლაციის და ეკონომიკური პრობლემების გამო, ნათქვამია გაეროს განცხადებაში.

მართალია, ფიზიკური ჯანმრთელობის დაცვა პანდემიის პირველ თვეებში პრიორიტეტული იყო, აცხადებენ გაეროს ექსპერტები 14 მაისის ანგარიშში, აღდგენის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ფსიქიკური ჯანმრთელობა იქნება . „ფსიქიკური პრობლემები, დეპრესიის და შფოთვის ჩათვლით, დღევანდელ მსოფლიოში ტანჯვის ყველაზე მთავარი მიზეზებია“, თვლის გაეროს გენერალურმა მდივანი, ანტონიუ გუტერეში. „მაშინაც კი, როცა პანდემიას გავაკონტროლებთ, დარდი, შეშფოთება და დეპრესია კვლავ შეაწუხებს ადამიანებს და საზოგადოებებს“, თქვა მან.

გაეროს თანახმად, ბევრს ეშინია, რომ მისი ახლობელი, თუ თვითონ დაავადდება ან მოკვდება, მაშინ როცა ფიზიკური დისტანცირება აღრმავებს ტანჯვას. ათეულ მილიონობით ადამიანს აწუხებს ეკონომიკური პრობლემები. ეკონომიკური სტრესის და იმედის დაკარგვის გამო შეიძლება გაიზარდოს სასოწარკვეთის მიზეზით სიკვდილიანობა, რადგან მოსალოდნელია, რომ გაიზრდება თვითმკვლელობის და ფსიქოაქტიურ ნივთიერებების ბოროტად გამოყენების შემთხვევები.

წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალი, რომელიც ავადმყოფებს უვლიან და სიკვდილის მოწმე გახდნენ, უკვე ავლენენ ფსიქიური სტრესის ნიშნებს, რომელიც უკავშირდება კორონავირუსს. ქალები არიან ოჯახში ძალადობის და სასტიკი მოპყრობის გაზრდილი საფრთხის წინაშე. ამავე ცნობით, ბავშვები ემოციურ განვითარებას შეიძლება ხელი შეეშალოს სოციალური იზოლაციის გამო, რასაც იწვევს განათლების მიღების შეფერხება და სტრესი ოჯახში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG