Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

39 ათასზე მეტი აბიტურიენტიდან ზოგადი უნარების გამოცდას მხოლოდ 4,5 ათასი ჩააბარებს


2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული 39,3 აბიტურიენტიდან ზოგად უნარებს მეოთხე საგნად მხოლოდ 4,5 ათასი აბიტურიენტი ჩააბარებს. მონაცემები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა.

წელს მეოთხე საგნად ბიოლოგიას 3,2 ათასი აბიტურიენტი ჩააბარებს, ქიმიას - 2,3 ათასი, გეოგრაფიას - ათასი, ლიტერატურას 920, სამოქალაქო განათლებას - 430, ფიზიკას 200, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას კი 50 აბიტურიენტი.

2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები განსხვავებული წესით ტარდება. სავალდებულო მხოლოდ სამი გამოცდის ჩაბარებაა, დამატებითი, მეოთხე გამოცდის ჩატარების მოთხოვნა კი უნივერსიტეტს შეუძლია.

XS
SM
MD
LG