Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი "რეფორმატორთა გუნდის" წევრებს აგროვებს


უკრაინის რეფორმების კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ „რეფორმატორთა გუნდის“ წევრებს აგროვებს. ამის შესახებ განცხადება განთავსებულია სააკაშვილის გვერდზე ფეისბუკში.

სააკაშვილი თანამშრომლობის მსურველებს მოუწოდებს, 18 მაისის 23 საათამდე შეავსონ შესაბამისი ანკეტა. 19 მაისს იწყება თანამდებობების პოტენციურ კანდიდატებთან გასაუბრებები.

კანდიდატთათვის სავალდებულო კრიტერიუმებს შორის ჩამოთვლილია ინგლისურის კარგი ცოდნა, სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება და სხვ.

7 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG