Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 300 ათასს გადააჭარბა


მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 300 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ იტყობინება ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების მილიონ 700 ათასამდე შემთხვევა.

ყველაზე მეტი ადამიანი ინფიცირებულია აშშ-ში - 400 ათასზე მეტი. გარდაიცვალა 85 ათასზე მეტი.

ინფიცირების მხრივ მეორე ადგილზეა რუსეთი. ოფიცალური მონაცემებით იქ დადასტურებულია COVID-19-ის 250 ათასზე მეტი შემთხვევა. გარდაიცვალა ორი ათასზე მეტი ადამიანი.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსი დაუდგინდა 230 ათასზე მეტ ადამიანს. გარდაიცვალა 33700-მდე.

საქართველოში დღეისთვის აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 667 შემთხვევა, გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ახალი კორონავირუსის ინფექცია გასული წლის ბოლს გაჩნდა ჩინეთის ქალაქ უჰანში. მას მერე ის მთელ მსოფლიოში გავრცელა და პანდემიის სახე მიიღო. აშშ ჩინეთს ბრალს სდებს დაავადების საფრთხის შესახებ ინფორმაციის დაგვიანებით გავრცელებაში. პეკინი უარყოფს ბრალდებებს.

XS
SM
MD
LG