ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა საქართველოში კიდევ 10 ადამიანით გაიზარდა.
ოფიციალური საიტის, STOPCOV.GE-ის მიხედვით, COVID-19-სგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობამ 393-ს მიაღწია.
15 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი სულ დადასტურებული აქვს 671 ადამიანს, გარდაცვლილია 12.