Accessibility links

უნგრეთი უარყოფს ECJ-ის დადგენილებას მიგრანტთა უფლებების დარღვევის თაობაზე


ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავრობამ უარყო მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს დადგენილება, რომლის თანახმად უნგრეთმა გვერდი აუარა ევროკავშირის კანონმდებლობას ავღანელი და ირანელი თავშესაფრის მაძიებლების მოთავსებით ციხის მსგავს პირობებში, სასაზღვრო ტრანზიტულ ზონაში.

უნგრეთი ევროკავშირის მხრიდან კრიტიკის ობიექტად იქცა მიგრაციის პრობლემის მიმართ არჩეული მკაცრი კურსისთვის და მას მრავალჯერ მოსთხოვეს პასუხი მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში, რომელმაც თავისი უკანასკნელი გადაწყვეტილება 14 მაისს მიიღო.

ECJ-ის დადგენილების პასუხად, უნგრეთის იუსტიციის მინისტრმა იდით ვარგამ განაცხადა, რომ „ბუდაპეშტი მოქმედებს ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, რაც შესატყვისობაშია ევროკავშირის პრაქტიკასა და საერთაშორისო სამართლის ნორმებთან“. მინისტრმა სასამართლო გადაწყვეტილებას უწოდა კიდევ ერთი საბუთი იმისა, რომ უნგრეთი „იძულებულია შემოუშვას ქვეყანაში მიგრანტები და მიიღოს ისინი ყოველგვარი კონტროლის გარეშე“, რასაც ხშირად იმეორებს პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.

მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ოთხმა თავშესაფრის მაძიებელმა ირანიდან და ავღანეთიდან, რომლებიც როსკეს სატრანზიტო ზონაში ჰყავთ დაკავებული სამხრეთ-აღმოსავლეთ უნგრეთში, მას შემდეგ, რაც ისინი ქვეყანაში სერბეთის გავლით ჩავიდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG