საქართველოს სამოქალაქო ავიაციის განცხადებით, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით იმოქმედებს. შეზღუდვა სატვირთო, სპეციალურ და სამთავრობო რეისებს არ ეხება.
1 ივლისიდან საქართველოს მთავრობა ტურისტების მიღებას და საერთაშორისო ავიაგადამზიდებისთვის ცის გახსნას გეგმავს, ხელისუფლების განცხადებით, 20-ვე ავიაკომპანია რეისების განახლებას აპირებს.
ამ ეტაპზე, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ქვეყანა უცხოეთის მოქალაქეებისთვის ჩაკეტილია. გარდა ამისა, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 21 მარტიდან შეწყვეტილია საერთაშორისო ფრენები. 22 მაისის ჩათვლით მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.