Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ენერგეტიკის მარეგულირებელმა უწყებამ ახალი დარტყმა მიაყენა „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ პროექტს


"ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობა გერმანიაში
"ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობა გერმანიაში

გერმანიის ენერგეტიკის მარეგულირებელმა უწყებამ (Bundesnetzagentur-მა) უარი თქვა ბუნებრივი აირის ბაზრის ევროპის კავშირის შიგნით მოქმედი წესებისგან გაეთავისუფლებინა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ (Nord Stream 2-ის) ოპერატორები. გაზსადენი შენდება რუსეთიდან გერმანიისკენ აირის გადასატანად ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით.

15 მაისს მარეგულირებელმა, Bundesnetzagentur-მა განაცხადა, რომ მილსადენის მონაკვეთი, რომელიც გერმანიის ტერიტორიაზე გადის, არ თავისუფლდება ევროკავშირის დირექტივისგან გაზის შესახებ. ამ წესის თანახმად, წარმოება, ტრანსპორტირება და ენერგიის განაწილება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა იქნეს ორგანიზებული.

კონსორციუმი, რომელსაც განაგებს რუსეთის სახელმწიფო კომპანია, „გაზპრომი“, აცხადებს, რომ არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას. დავა ამ თემაზე 1230 კილომეტრის სიგრძის მილსადენის მშენებლობას, რომელიც გრაფიკს ჩამორჩა, არ შეეხება, მაგრამ გავლენას მოახდენს მისი ამოქმედების შემდგომ მოქმედებაზე. 11 მილიარდი დოლარის პროექტის 90 პროცენტი აშენებულია. დარჩენილია 160 კილომეტრიანი მონაკვეთი დანიის საზღვრებთან, ზღვის ფსკერზე.

დეკემბერში, აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ვაშინგტონს უფლებას აძლევს სანქციები დაუწესოს ნებისმიერ გემს, რომელიც რუსეთს ეხმარება დაასრულოს მილსადენის პროექტი და აიძულა დასავლეთის მფლობელობაში მყოფი არაერთი გემი, შეეწყვიტა მუშაობა.

XS
SM
MD
LG