Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდობის სააგენტო საქმიანობის ფეისბუკზე რეკლამირებაში 4,8 ათას დოლარს დახარჯავს


მთავრობის დაფუძნებული ახალგაზრდობის სააგენტო საქმიანობის ფეისბუკის საშუალებით რეკლამირებაში 4,8 ათას დოლარს დახარჯავს. ამავე თანხაშია გათვალისწინებული დაგეგმილი აქტივობების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაც.

ამ დროის მონაცემებით, თითქმის ერთი წლის წინ დაფუძნებულ სსიპ-ის ფეისბუკის გვერდი 6 ათასამდე ადამიანს მოსწონს.

ახალგაზრდობის სააგენტო 2019 წლის აგვისტოში მამუკა ბახტაძემ თავისი პრემიერობის დროს შექმნა.

ამავე თემაზე: ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი იქნება

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG