Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარაევოში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა ნაცისტების მომხრე ხორვატების ხსოვნისადმი მიძღვნილი საჯარო მესა


ათასობით ბოსნიელმა გააპროტესტა საჯარო მესა, რომელიც დედაქალაქ სარაევოში გაიმართა პრონაცისტი ხორვატი კოლაბორაციონისტებისა და სამოქალაქო პირების პატივსაცემად, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის ბოლოს კომუნისტმა პარტიზანებმა მოკლეს.

ბოსნია-ჰერცეგოვინისა და ხორვატიის კათოლიკურმა ეკლესიებმა 16 მაისს მესა ჩაატარეს სარაევოს საკათედრო ტაძარში მიუხედავად იმისა, რომ ამ აქციის გამართვას ფართო მასშტაბით გმობენ.

მესაზე დასწრების უფლება მხოლოდ 20 ადამიანს მისცეს კორონავირუსის პანდემიის გამო.

ტაძრიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ათასობით ადამიანმა გამართა საპროტესტო აქცია და გადაკეტა მოძრაობა.

ცერემონია, რომელიც ყოველი წლის მაისში ტარდება ავსტრიის ქალაქ ბლაიბურგში, წელს გაუქმდა პანდემიის გამო.

სამაგიეროდ, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და ხორვატიის ეკლესიებმა იკისრეს მისი გამართვა ხორვატიის პარლამენტის მხარდაჭერით, რომელმაც 2016 წელს განაახლა ღონისძიების სახელმწიფო დონეზე აღნიშვნა. 2012 წელს ხორვატიამ გააუქმა ეს ღონისძიება კრიტიკის გამო, რომ ის ნაცისტებთან თანამშრომლობაში ბრალდებული „უსტაშას“ რეჟიმის რეაბილიტაციას ახდენდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG