რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთს აქვს იარაღი, რომელიც არ მოეპოვება მსოფლიოს არცერთ ქვეყანას. ამის შესახებ მან განაცხადა ინტერვიუში, რომელსაც ტელეარხი „როსია-1“ კვირას გადასცემს სრული სახით.
პუტინის თქმით, რუსეთმა შეუძლებელი შეძლო. ასეთი წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა „ფუნდამენტური მეცნიერების, სამეცნიერო სკოლებისა და ინჟინერთა კადრების გარეშე“, თქვა მან.
როგორც გაზეთი „კომერსანტი“ იტყობინება, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარში მხარეებმა განიხილეს შეიარაღების საკითხები. ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, არ დაუშვას ძვირადღირებული გამალებული შეიარაღება.