Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსუდან გოცირიძე: დღეს ნუგეში მას სჭირდება, ვისაც გული აქვს გატეხილი, ამას ამბობდა იესო


საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში აღნიშნეს 17 მაისი, როგორც ჰომოფობიასთან ბრძოლის მსოფლიო დღე - საკურთხეველზე ცისარტყელას დროშა გადააფარეს.

„რა დღედაც არ უნდა გადავაქციოთ ეს დღე, 17 მაისი არის 17 მაისი. დღე, როცა ადამიანები წესით უნდა ებრძოდნენ სიძულვილს, და კიდევ, დღეს ასე დაემთხვა, რომ არის შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღეც“, - თქვა ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ და ახსნა, თუ რატომ არის ტაძარი ის ადგილი, სადაც ასეთ თემებზე უნდა ილაპარაკონ.

„იესო ამბობს, მე გულგატეხილთა სანუგეშელად მოვედიო. თუ დღეს ვინმეს გული აქვს გატეხილი, და ვისაც სჭირდება ეს ნუგეში, სწორედ იმ ადამინებს, ვისაც ეს ნუგეში ასე იოლად არ მისდით ხოლმე თვით უახლოესი ადამიანებისგანაც კი“.

რუსუდან გოცირიძის ამ სიტყვებს უსმენდნენ ლგბტქ თემის წევრებიც, რომლებიც მსახურებას ესწრებოდნენ.

17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს.

XS
SM
MD
LG