Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო კორონავირუსზე რეაგირებისთვის საქართველოს 1 მლნ დოლარს გამოუყოფს


გაერო კორონავირუსზე რეაგირებისთვის საქართველოს მლნ დოლარს გამოუყოფს. საქართველო იმ პირველი 46 ქვეყნის ჩამონათვალშია, რომელსაც დაფინანსება სოციალურ-ეკონომიკური შოკისგან მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად ამ თანხის დახარჯვა შეეძლება.

"დღეს COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის კვალდაკვალ, უმთავრესი მიზანია ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენა, ვირუსის გავრცელების შეჩერება, და ასევე COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების დაძლევა და ეკონომიკის მდგრადი და შეუქცევადი აღდგენა. ჩვენ ვაფასებთ ყველა საერთაშორისო პარტნიორის მხარდაჭერას გლობალური პანდემიიდან გამოსვლასა და პოსტ-კრიზისული განვითარების ხელშეწყობაში", - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა.

ამ დაფინანსებით გათვალისწინებულია: ჯანდაცვის სისტემის უკეთ აღჭურვა მომავალ გამოწვევებთან გასამკლავებლად; ჯანდაცვის, სოციალური და სხვა მუშაკების და ასევე მათი ბენეფიციარების სამედიცინო აღჭურვილობითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა; სასოფლო-სამეურნეო საშუალებებით ღარიბი და მოწყვლადი შიდა-მეურნეობების დახმარება; წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენის საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში; მუნიციპალიტეტების და სოფლის წარმომადგენლების დახმარება, რათა მათ შეძლონ გადაუდებელი სოციალური მომსახურების გაწევა.

გარდა ამისა, თანხა მოხმარდება ხანდაზმული პირების, ბავშვების, ორსული და მეძუძური დედების დახმარებაა, მათთვის აუცილებელი სამედიცინო სერვისების მიწოდებას; განათლებასა და ბავშვთა სოციალური დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, მათ შორის ბავშვებზე ძალადობის პრევენციას; ასევე კრიზისული კომუნიკაციასა და საზოგადოების ჩართულობას.

XS
SM
MD
LG