Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3 პირზე მეტის შეკრებისა და ორმეტრიანი დისტანციის დარღვევისთვის ჯამში 1,6 ათასი ჯარიმა გამოიწერა


31 მარტიდან დღემდე, 18 მაისამდე 3 პირზე მეტის შეკრებისა და ორმეტრიანი დისტანციის დარღვევისთვის 1 599 ჯარიმა გამოიწერა. მონაცემები რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაამუშავა.

გამოწერილი ჯარიმების ჯამური მოცულობა 4,8 მლნ ლარს უტოლდება.

ამ წესის დარღვევისთვის ყველაზე მეტი ჯარიმა (140) 18 აპრილს გამოიწერა, თუმცა იყო დღეები, როცა პოლიციამ სამართალდამრღვევი ვერ გამოავლინა.

დღეიდან, 18 მაისიდან დასაშვებია 10 პირის შეკრება. 10-ზე მეტი პირის შეკრების შემთხვევაში ჯარიმა ისევ 3 ათასი ლარია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG