Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კახიანი გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებაზე: სასამართლო არის დამოუკიდებელი


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი კახიანი ამბობს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია გადაწყვეტილებების მიღებაში. ასე გამოეხმაურა ის გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებას.

"სასამართლო არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში. რამდენადაც ცნობილია, ამ ეტაპზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუტანია, განაჩენი გიორგი რურუას მიმართ არ დამდგარა... ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, სასამართლოს არ ჰქონდა იმის სამართლებრივი საფუძველი, რომ შეცვლილიყო აღკვეთის ღონისძიების გარემოება და მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება", - თქვა კახიანმა.

რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე სასამართლომ დღეს, 18 მაისს იმსჯელა. მან არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღნიშნა, რომ არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და ის პატიმრობაში დატოვა.

გიორგი რურუა გასული წლის ნოემბერში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ოპოზიცია მის დაკავებას 20 ივნისის შემდეგ დაგეგმილი აქციების დაფინანსებას უკავშირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG