Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ხელმძღვანელი WHO-ის შეხვედრაზე: პანდემია "ჩვენი ეპოქის უდიდესი გამოწვევაა"


ვიდეოჩართვის ფორმით გაიხსნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოს ორდღიანი, ყოველწლიური შეხვედრა, რომლის დროსაც გაეროს ჯანდაცვის ორგანოს დღის წესრიგში მხოლოდ მიმდინარე COVID-19-ის პანდემიაა.

შეხვედრაზე საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად გაეროს რეკომენდაციების უგულებელყოფა საშიშია, თუმცა შეინარჩუნეს პოზიციები, რომლებიც ართულებს ერთიანი გლობალური პასუხის შემუშავებას.

ოფიციალური მონაცემებით, SARS-CoV-2 ვირუსით მსოფლიოს გარშემო დაავადებულია სულ მცირე 4.73 მილიონი ადამიანი, მათ შორის დაიღუპა 315,000 - თუმცა ვარაუდობენ, რომ რეალური ​რაოდენობა გაცილებით მაღალია.

ვირტუალური შეხვედრის გახსნისას, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა პანდემიას უწოდა "ჩვენი ეპოქის უდიდესი გამოწვევა" და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ვითარებიდან გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს, რადგან კვლავაც რჩება კითხვები მკურნალობის და შესაძლო ვაქცინის გარშემო.

"ქვეყნებმა სხვადასხვა, ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავ გზას და სტრატეგიას მისდიეს და ჩვენ ყველანი ვიხდით მძიმე ფასს", - თქვა მან და დასძინა, რომ სახელმწიფოებმა უგულებელყვეს WHO-ის რეკომენდაციები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG