Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვის პროკურატურამ ბრალი წაუყენა ოლიგარქ ვლად პლახოტნიუკს $1 მილიარდის გაფლანგვის საქმეზე


მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა ქვეყნის გავლენიან ოლიგარქს და პოლიტიკურ ლიდერს, ვლად პლახოტნიუკს, ქვეყნის ბანკებიდან დიდი ოდენობის საზოგადოებრივი თანხების გაფლანგვის საქმეში მისი როლის გამო.

ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრუ სტოიანოგლომ 18 მაისს განაცხადა, რომ პლახოტნიუკს ბრალი ედება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნაში, თაღლითობასა და გამოძალვაში.

როგორც კი საბრალდებო დასკვნა მომზადდება და განაჩენი ინგლისურად ითარგმნება, მოლდოვა შეეცდება მიაღწიოს ვლად პლახოტნიუკის ექსტრადირებას აშშ-იდან, - განაცხადა სტოიანოგლომ.

მოლდოვის ოპოზიციური „დემოკრატიული პარტიის“ ყოფილმა ლიდერმა ვლად პლახოტნიუკმა, ქვეყანა დატოვა 2019 წლის ივნისში, პარლამენტში მომხდარი ძალთა გადანაწილების შემდეგ, რომელსაც მხარი დაუჭირეს რუსეთმა, აშშ-მა და ევროკავშირის წევრმა ცალკეულმა ქვეყანამ.

პლახოტნიუკი დაკავშირებულია, როგორც მოლდოვაში უწოდებენ „საუკუნის ძარცვის“, 2012-2014 წლების პერიოდის სკანდალთან, როდესაც ქვეყნის უდიდესი ბანკებიდან დაიკარგა დაახლოებით მილიარდი დოლარი.

სკანდალმა დიდი მღელვარება გამოიწვია ევროპის უღარიბეს ქვეყანაში, რომლის ხელისუფლება იძულებული გახდა 870 მილონი დოლარის საგანგებო დახმარება გამოეყო დაზარალებული სამი ბანკისთვის.

მარტში რადიო თავისუფლებამ მოიპოვა და გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად ვლად პლახოტნიუკი აშშ-ში იმყოფება და იგი შეიძლება დეპორტირებული იქნას, მისთვის ვიზის გაგრძელებაზე უარის თქმის საფუძველზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG