Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს 180-მდე მოქალაქე სამშობლოში ათენიდან დაბრუნდება


ათენის აეროპორტი
ათენის აეროპორტი

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დასაბრუნებლად, დღეს, 20 მაისს შესრულდება თბილისი-ათენი-თბილისის ავიარეისი.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით, ჩარტერულ რეისს შეასრულებს ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" თვითმფრინავი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ რეისით სამშობლოში დაბრუნდება 180-მდე მოქალაქე, მათ შორის არასრულწლოვნები და მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე და ხანდაზმული პირები. დღემდე ათენიდან სამი სპეცრეისი შესრულდა.

საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები ორკვირიან სავალდებულო კარანტინში გადაჰყავთ.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, მოქალაქეები სპეციალური ავიარეისებით სამშობლოში დაბრუდნენ ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან და პრაღიდან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ორგანიზებულად უკვე დაბრუნდა 12 040 მოქალაქე. საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული მომდევნო, რომი-თბილისის რეისი 22 მაისს შესრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG