Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევაა. კიდევ 19 პაციენტი გამოჯანმრთელდა


გასული საღამოს შემდეგ საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 707-დან 713-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 19 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი ამჟამად 475-ია.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 249-ით აჭარბებს ე.წ. აქტიურ შემთხვევებს.

20 მაისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 3519 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 351.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 12 ადამიანი.

XS
SM
MD
LG