Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალმაი ხალილზადის ავღანეთში ჩასვლას დაემთხვა თავდასხმები მეჩეთებზე


ზალმაი ხალილზადი
ზალმაი ხალილზადი

ქაბულში მყოფი აშშ-ის სპეციალური წარგზავნილი ზალმაი ხალილზადი ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბანზე, რათა განაახლონ ჩიხში შესული სამშვიდობო მოლაპარაკება, რასაც საფრთხეს უქმნის მზარდი ძალადობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

20 მაისს ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის ოფისმა დაადასტურა ცნობა, რომ ხალილზადი ქაბულში ჩავიდა კატარიდან, სადაც იგი შეხვდა თალიბანის წარმომადგენლებს.

ზალმაი ხალილზადის ავღანეთში ვიზიტის ფონია 19 მაისს მოწყობილი თავდასხმა ორ მეჩეთზე, სადაც სულ მცირე 13 კაცი დაიღუპა.

ერთი თავდასხმა ფარვანის პროვინციაში მოხდა, ხოლო მეორე - ხოსტში.

თავდასხმაზე პასხუსმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG