Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩუგოშვილი შეწყალებაზე: ხელისუფლების განცხადებებზე ძალიან მალე ირკვევა ხოლმე, რომ სიმართლე არაა


პარლამენტის წევრისა და უმრავლესობის ყოფილი წარმომადგენლის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, მმართველი გუნდის განცხადებების გაჟღერებიდან მალევე ირკვევა ხოლმე, რომ სიმართლე სხვა რამ ყოფილა. ასე გამოეხმაურა ის გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების საკითხს, რომელზეც მმართველმა პარტიამ თქვა, რომ ინფორმირებული არ იყო.

"განცხადებები, რომლებიც კეთდება ხოლმე ხელისუფლების მხრიდან, ძალიან მალე გაირკვევა ხოლმე, რომ სიმართლე არაა - ამბობენ ერთს და მალე ირკვევა ხოლმე, რომ სინამდვილეში მეორე ხდება. დროის მოკლე პერიოდში ასეთი ძალიან ბევრი განცხადება დაგროვდა. ჩემი აზრით, მმართველმა გუნდმა უნდა გაიაზროს, რომ აღარ თქვა ისეთი რამ, რომელიც ძალიან მალე აღმოჩნდება, რომ სულ სხვანაირად არის", - თქვა ჩუგოშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა. ამ განცხადებიდან ერთი საათის შემდეგ უმრავლესობამ "ქართული ოცნების" ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც თქვეს, რომ მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და ბრიფინგიდან გაიგეს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 19 მაისს აღნიშნა, რომ შეწყალების შესახებ ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს; პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს წინსწრებით აცნობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG