Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ზელენსკიმ საინვესტიციო ფონდი აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს ჩააბარა


ლევან ვარშალომიძე (საარქივო ფოტო)
ლევან ვარშალომიძე (საარქივო ფოტო)

უკრაინის საინვესტიციო ფონდს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე უხელმძღვანელებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 მაისს, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საინვესტიციო ფონდი სექტემბრის ბოლოს გაიხსნება: „ჩვენ ხელმძღვანელად ავიყვანეთ ბატონი ვარშალომიძე, რომელიც ბათუმს აშენებდა“. ზელენსკის თანახმად, ინვესტიციებზე მხოლოდ ეს გამჭვირვალე ფონდი იმუშავებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე ლევან ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იყო 2004-2012 წლებში.

2020 წლის 7 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი დანიშნა რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ.

XS
SM
MD
LG