Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქალაქეების ნაწილი საბანკო კრედიტს კიდევ 3 თვის განმავლობაში არ გადაიხდის


პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

საქართველოს მოქალაქეების ნაწილი კიდევ 3 თვით ისარგებლებს საბანკო სესხის გადახდაზე დაწესებული შეღავათით.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ ბანკებთან მიღწეული შეთანხმებით, ყველა მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და სახელმწიფო სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება.

გახარიას განცხადებითვე, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი, აქვს საბანკო კრედიტი და თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, საკრედიტო პროცენტის გადახდა გადაუვადდება სამი თვით, პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო, საქართველოს მოქალაქეებს მარტში, სამი თვით გადაუვადდათ ბანკების მიმართ სასესხო ვალდებულების შესრულება. ეს ვადა მაისში იწურება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG