Accessibility links

გოგიჩაიშვილი უმრავლესობას: საკანონმდებლო ცვლილებები არჩევნების მანიპულაციისთვის გინდათ


ოპოზიციონერი დეპუტატი, მმართველი პარტიის ყოფილი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი აკრიტიკებს უმრავლესობის კანონპროექტს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს, მთავრობას დამატებით შესაძლებლობებს ანიჭებს:

“თქვენც არჩევნების მანიპულაციისთვის გინდათ. სხვა ლოგიკა არ არსებობს. კი, თუ ერთი სოფლისთვის გახდება საჭირო, უნდა შემოვიღოთ საგანგებო მდგომარეობა, როგორც ეს ბორჯომზე გავაკეთეთ - როცა ხანძარი იყო. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ თქვენი მთავრობა ამას ბოროტად არ გამოიყენებს. კანონპროექტით ისეთ კომპანიებს უკეთებთ შეღავათებს, რომელთა თანხები შესაძლოა თქვენს საარჩევნო კამპანიაში აღმოჩნდეს. ნდობა არ არის თქვენი მთავრობის მიმართ”.

საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის" კანონში ცვლილებების კანონპროექტს. კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური გადაწყვეტენ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური საჭიროებიდან გამომდინარე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეიძლება შეიზღუდოს თავისუფლად გადაადგილება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG