Accessibility links

ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ დოლარი გაყიდა


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს, 21 მაისს 40 მლნ დოლარი გაყიდა. ინფორმაცია ბანკის პრესსამსახურმა გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ ეს ნაბიჯი ინფლაციის წინააღმდეგ გადაიდგა.

"ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქცია, კერძოდ საფინანსო სექტორის მიერ, წინა წლებში გამოშვებული ობლიგაციის დაფარვა, მიმდინარე წლის მაისში სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას ზრდის. იმისათვის, რომ აღნიშნულმა ტრანზაქციამ უარყოფითად არ იმოქმედოს გაცვლით კურსზე და, შედეგად, ინფლაციის მოლოდინებზე, ეროვნული ბანკი ბაზარს სავალუტო აუქციონების გზით უცხოურ ვალუტას საჭიროების მიხედვით მიაწვდის", - აღნიშნულია განცხადებაში.

ხვალიდან, 22 მაისიდან 40 მლნ დოლარის გაყიდვის შემდეგ ლარი დოლართან 1 თეთრით გამყარდება. 1 დოლარის ღირებულება 3,19 ლარი იქნება.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ჯამში, 160 მლნ დოლარი გაყიდა. უწყება კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სავალუტო რყევების შესამცირებლად ინტერვეციებს წელს აქტიურად განახორციელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG