Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიამ ჯაშის ფრაქცია ბოიკოტს აცხადებს: საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვები არაკონსტიტუციურია


ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების ექვსივე წევრი ბოიკოტს აცხადებს. ისინი "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ, რომლითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება შეუძლია. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა პარლამენტის თავმჯდომარეს აცნობა.

"მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა მიერ ინიცირებული კანონპროექტები არაკონსტიტუციურია და ჩვენი ქვეყნისთვის დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯია, საპარლამენტო ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატები ემიჯნება საკითხის განხილვასა და კენჭისყრას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მარიამ ჯაშმა ჯერ კიდევ გუშინ, კანონის პირველად მოსმენის დროს, განაცხადა, რომ თუ დოკუმენტს "ქართული ოცნებიდან" მისი კოლეგები მხარს დაუჭერდნენ, მათი ფრაქცია ბოიკოტს გამოაცხადებდა.

საქართველოს პარლამენტმა უკვე მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელის გამოც ჯაშის პარტიამ ბოიკოტი გამოაცხადა. ამ კანონით მთავრობას უკვე ექნება უფლება, ხვალიდან, 15 ივლისის ჩათვლით დააწესოს რიგი შეზღუდვები, მათ შორის, გადაადგილების თაობაზე.

XS
SM
MD
LG