Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის შემთხვევები სწრაფად მატულობს ბრაზილიაში


ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარო
ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარო

23 მაისის მონაცემებით, COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობამ ბრაზილიაში მიაღწია 330 890 კაცს, რითაც ლათინური ამერიკის ეს ქვეყანა მიუახლოვდა რუსეთს, რომელიც მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ბრაზილიაში გამოვლინდა კორონავირუსით დაავადების 19 969 ახალი შემთხვევა. ეპიდემიის განმავლობაში გარდაიცვალა 21 048 პაციენტი.

ლათინური ამერიკის კონტინენტზე კორონავირუსის ეპიდემიის შემდგომ გაძლიერებას ვარაუდობენ ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტები. „რა თქმა უნდა, ყველა ამ ქვეყნის მიმართ არსებობს შეშფოთება, მაგრამ ამ მხრივ ყველაზე უფრო დაზარალებული ბრაზილიაა“, - ამბობს WHO-ს საგანგებო სიტუაციების დირექტორი მაიკ რაიანი.

მექსიკაში 22 მაისს ერთ დღე-ღამეში 479 პაციენტი გარდაიცვალა.

აშშ-ში ეპიდემიის განმავლობაში კორონავირუსით დაავადდა 1.6 მილიონი ადამიანი, 96 ათასი პაციენტი გარდაიცვალა. მსოფლიოში მეორე ადგილზეა რუსეთი. 23 მაისის სტატისტიკით, იქ ოფიციალურად რეგისტრირებულია 335 882 დაინფიცირებული, მაგრამ კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობით რუსეთი მსოფლიოში მხოლოდ მე-19 ადგილს იკავებს.

XS
SM
MD
LG