Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში დაასახელეს უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებაში დამნაშავე


იანვარში თეირანის მახლობლად, უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში მთავარ დამნაშავედ, ირანმა დაასახელა სარაკეტო სისტემის ოპერატორი, რომელმაც „ნებართვის გარეშე გახსნა ცეცხლი“.

ამის შესახებ ირანის ყოფილმა კანონმდებელმა, მაჰმუდ სადეყიმ განაცხადა.

უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ მან ჯერ კიდევ 23 აპრილს გაუგზავნა შეკითხვა გაუგზავნა ირანის თავდაცვის მინისტრს, ბრიგადის გენერალ ამირ ხატამის, რომლისგანაც პასუხი მხოლოდ გუშინ მიიღო.

როგორც ირანის თავდაცვის მინისტრმა აცნობა სადეყის, „საჰაერო თავდაცვის ქსელში კოორდინაციის არარსებობამ“, გამოიწვია ორი რაკეტის გასროლა თეირანის თავზე მყოფი უკრაინული თვითმფრინავის მიმართულებით.

ჯერ კიდევ ოთხ აპრილს ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნები იუწყებოდნენ ავიაკატასტროფის საქმეზე ერთი პირის დაკავებაზე, რომელიც გამოძიების ქვეშ იმყოფება.

ავიაკომპანია "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" სამგზავრო „ბოინგი 737,“ რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, 8 იანვარს, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა თეირანის აეროპორტის მახლობლად.

თვითმფრინავში იმყოფებოდა ეკიპაჟის 9 წევრი და 167 მგზავრი. ყველა მათგანი დაიღუპა - უკრაინის 11, ირანის 82, კანადის 63, შვედეთის 10, ავღანეთის 4, გერმანიის 3 და დიდი ბრიტანეთის 3 მოქალაქე.

ირანის ხელისუფლება კატასტროფის ვერსიად ძრავის გაუმართაობას ასახელებდა, თუმცა, 11 იანვარს აღიარა, რომ თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG