Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი საკუთარ თავს კორონავირუსის პანდემიის მსხვერპლს უწოდებს და აშშ-ს აკრიტიკებს


ვან ი
ვან ი

პეკინი აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით კომუნისტური ჩინეთის ხელისუფლების წინააღმდეგ შეტანილ ნებისმიერ სასამართლო სარჩელს „საერთაშორისო სამართლის პრეცედენტის თვალსაზრისით“ არავითარი ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია. 24 მაისს პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა, რომ ჩინეთმა, რომელიც სხვების მსგავსად გლობალური პანდემიის მსხვერპლი გახდა, სხვა ქვეყნებს გაუწოდა დახმარების ხელი.

„ჩვენდა სამწუხაროდ, ახალი კორონავირუსის მძვინვარე პანდემიას ემატება აშშ-ში გავრცელებული პოლიტიკური ვირუსი, რომელიც ყველა შესაძლებლობას იყენებს ჩინეთზე თავდასხმისა და დისკრედიტაციისათვის“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კორონავირუსის პანდემიამ გაზარდა დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთი დაადანაშაულა იმაში, რომ მას ეკისრება პასუხისმგებლობა კორონავირუსის გავრცელებაში მთელ მსოფლიოში.

ხოლო გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) და კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს (CISA) 13 მაისის ცნობის თანახმად, ჩინეთთან დაკავშირებულ ჰაკერებს სამიზნეში ჰყავთ ამოღებული COVID-19-ის კვლევით დაკავებული ამერიკული ორგანიზაციები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG