Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მძიმე პაციენტი აღარ ჰყავთ


ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში covid-19-ის დადასტურებული შემთხვევით არც ერთი პაციენტი არ არის განთავსებული. ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან კი 3-ის მდგომარეობა ითვლება საყურადღებოდ. კლინიკის წარმომადგენლის განმარტებით, ისინი საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან.

ამ დროისათვის ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით 34 ადამიანი მკურნალობს. მათგან 11 მოზარდია. დღეს კლინიკაში გამოჯანმრთელების დასადგენად 5 პირის ანალიზი იგეგმება, მათგან 3 განმეორებითი ანალიზია.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 730-დან 731-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 4 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი ამჟამად 526-ია. გარდაცვლილია 12 ადამიანი.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 333-ით აჭარბებს ე.წ. აქტიურ შემთხვევებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG