Accessibility links

მიტროპოლიტი ანტონი: სახელმწიფომ გადმოგვცა ტყე, NGO-ების უნიჭო ბრალდებაა, რომ გვყიდულობენ


ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი მედიას, ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ნეოკომკავშირლებს უწოდებს და საყვედურობს. მისი თქმით, ისინიც წამლავენ ახალგაზრდა თაობას, როცა ეკლესიაზე ელაპარაკებიან.

"თქვენ იცით, საპატრიარქოს გადმოსცეს ტყე. ამათი უნიჭო ბრალდებაა, რომ სახელმწიფო, თურმე, ჩვენ წინასაარჩევნოდ გვყიდულობს. თუ ესენი ლოგიკურნი არიან, გამოდის, რომ ეკლესიას გარკვეული წონა ჰქონია, რომ შეცვალონ ქვეყნის ბედი. თუ ამაში დარწმუნებულები არიან, რა ურჩევნიათ ამათ ჩვენთან - მტრობა თუ მეგობრობა? მე მათ ადგილზე ასე ვიტყოდი: "უჰ, რა კარგია, რომ გადასცეს მათ და ტყე მაინც შეგვინარჩუნდება", - ამბობს მიტროპოლიტი.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ განკარგავს ტყეს, როცა ის ხალხის კუთვნილება არაა. ისვე აღნიშნავს, რომ თუ ეკლესია გაყიდის, რა გარანტია არსებობს, რომ იმავეს არ იზამს სახელმწიფო.

რამდენიმე დღის წინ პარლამენტმა ტყის კოდექსი მიიღო, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებელ ეკლესიას მის ირგვლივ მდებარე ტყის მასივიდან 20 ჰექტარი მიწის ფლობის უფლება მიეცა. გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის თქმით, ეკლესიებს ტყის ფლობის სურვილი არ გაუჩნდებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG