Accessibility links

საგარეო საქმეთა სამინისტრო: უკრაინის ნაბიჯებს დავაკვირდებით და ელჩის დაბრუნების საკითხს გადავწყვეტთ


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩ თეიმურაზ შარაშენიძესთან ​ქვეყნებს შორის ურთიერთობასა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. შარაშენიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს, 25 მაისს იყო მისული.

"ბუნებრივია, ჩვენ დავაკვირდებით უკრაინაში პროცესების განვითარებას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით და სწორედ ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის უკრაინაში დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით", - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კიევიდან ელჩი კონსულტაციისთვის მას შემდეგ გამოიძახეს, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის საკითხი არ განიხილება, თუმცა, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა შეკითხვებს იწვევს და საჭიროა ელჩთან კონსულტაცები.

ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე საქართველოში 11 მაისს დაბრუნდა, თუმცა ორი კვირის განმავლობაში კარანტინში იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG