Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდრია ჯაღმაიძე საპატრიარქოსთვის გამოყოფილ 25 მლნ-ზე: თვეში თითო ადამიანზე 12 ცენტი მოდის


საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ილაპარაკა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი 25 მილიონი ლარის შესახებ.

ეს 25 მილიონი, როდესაც ერთ ადამიანს ესმის, გასაგებია, რომ დიდი თანხაა, მაგრამ რაც იანგარიშა მეუფე ანტონმა, მეც გამზადებული მქონდა ეს რიცხვები. ვიანგარიშოთ ასე, თვეში თითო ადამიანზე: იცით რამდენი მოდის? 12 ცენტი (როდესაც ჩვენ ვიღებთ და 17 წლის განმავლობაში დახარჯულ თანხას გამოვაქვეყნებთ, ეს სწორია?!) რა თქმა უნდა, ბევრი უნდა იყოს, იმიტომ, რომ თუ იქნება უფრო მეტი, ჩვენ გვექნება უფრო მეტი წარმატებული სკოლა. მე არ ვამბობ, რომ ვითხოვ, უბრალოდ ვაფასებ სიტუაციას“, - აღინიშნა დეკანოზმა და განმარტა, - „არცერთი მანქანა ამ ფულით არ არის ნაყიდი, არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ამ ფულით არ არის განხორციელებული. არცერთი კაპიკი არ არის დახარჯული ვინმეს პირად ქონებაზე, გარდა სახელფასო ფონდისა“.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის ანტონის თქმით, „ყველაფერში ეძებენ ნეგატივს: ეკლესიას მიწა, 25 მლნ და რო გააბუქონ ეს 25 მლნ, მთელი 17 წლის ნამრავლს ამბობენ, სულ ეკლესიამ აიღო 350 მლნ... მოდი გადავიანგარიშოთ, 3,5 მლნ კაცი ცხოვრობს საქართველოში, 25 მლნ რომ გავყოთ, 3,5 მლნ-ზე 59 თეთრი გამოდის. 59 თეთრი ეკლესიას, რომ ერთი კაცისგან - ეკლესია ამაზე მეტს არ აკეთებს ქვეყნისთვის?"

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG