Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს


საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელ დავით ზალკალიანისთვის გაგზავნილ წერილში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამადიაროვი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „მაქვს პატივი და სიამოვნება, გამოვხატო ჩემი საუკეთესო სურვილები და გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით“, - ნათქვამია წერილში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ელმარ მამადიაროვი იმედს გამოთქვამს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები გაღრმავდება და გაძლიერდება. „დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა, რომლებიც ეფუძნება ურთიერთგაგებას და ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. მჯერა, რომ ტრადიციულად კარგი ურთიერთობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა ორ სახელმწიფოს შორის განვითარდება და გაძლიერდება ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნავს მინისტრი.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG