Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში კორონავირუსით ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი გარდაიცვალა


მოსკოვის საავადმყოფოში რუსეთის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, ვლადიმირ ლოპუხინი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება რადიო თავისუფლებას ლოპუხინის ახლობლებმა დაუდასტურეს.

68 წლის ლოპუხინი ბორის ელცინის მთავრობაში რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის პირველი მინისტრი იყო. ის ამ პოსტზე 1992 წელს ვიქტორ ჩერნომირდინმა შეცვალა. თავად ყოფილი მინისტრი კი კერძო ბიზნესით და ანალიტიკური საქმიანობით იყო დაკავებული.

ცნობილია, რომ ვლადიმირ ლოპუხინი რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის დიდ რეგულარულ მასონთა ლოჟას ხელმძღვანელობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG