Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეკო ელისაშვილი ქმნის პოლიტიკურ პარტიას


„სამოქალაქო მოძრაობის“ ხელმძღვანელი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.

„დღეს, 2020 წლის 26 მაისია და ახლა ამ წუთას და ამ წამს, ჩემს საჯარო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი წამებია: მე, ალეკო ელისაშვილმა უნდა ვუთხრა ქართულ საზოგადოებას, რომ ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის 102-ე და მერაბ კოსტავას დაბადებიდან 81-ე წელიწადს, პოლიტიკაში მარტოდმარტო ბრძოლის შემდეგ, უნდა შევქმნა პოლიტიკური პარტია, არა უკვე არსებულ პარტიებს შორის კიდევ ერთი, დამატებითი, არამედ პირველი პარტია, რომელიც ყოველგვარი პარტიული ინტერესებზე წინ დააყენებს საქართველოს სახელმწიფოს და მისი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, რადგან ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაა ჩემი პირველი და უკანასკნელი სურვილი”, - წერს ელისაშვილი „ფეისბუკზე”.

ალეკო ელისაშვილი 2017 წელს მონაწილეობდა თბილისის მერის არჩევნებში და ამომრჩეველთა 17.48%-ის მხარდაჭერა მიიღო. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ელისაშვილი აირჩიეს თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატად. 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის აპრილამდე იყო შეწყალების კომისიის თავმჯდომარე. ელისაშვილი არის თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარის“ დამფუძნებელი და ჟურნალისტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG