Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ ტრანსილვანიაში დაძაბულობის ფონზე


უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო რუმინეთს ესტუმრა ორ ქვეყანას შორის ბოლო ხანს წამოქმნილი დაძაბულობის ფონზე, რაც უკავშირდება რუმინეთში ტრანსილვანიაში მცხოვრები უნგრელების მოთხოვნებს. ეთნიკური უნგრელი სეკლერები, კომპაქტურად დასახლების ტერიტორიაზე ავტონომიას მოითხოვენ, რაც ეწინააღმდეგება რუმინეთის კანონმდებლობას.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ მის უნგრელ კოლეგასთან შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათი ქვეყნების ურთიერთობებში არ უნდა არსებობდეს „კონფრონტაციის ლოგიკა.“

რადიო თვისუფლების რუმინული სამსახურის ცნობით, თავის მხრივ პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტის ურთიერთპატივისცემას. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი რუმინეთში დაემთხვა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, 1920 წელს ხელმოწერილი ტრიანონის ხელშეკრულების მე-100 წლისთავს. ვერსალის სასახლეში ერთი საუკუნის წინ ხელმოწერილი ამ შეთანხმებით ომამდელი უნგრეთის ტერიტორიის ნაწილი, მათ შორის ტრანსილვანია რუმინეთს შეუერთდა.

სიიარტომ და აურესკომ განაცხადეს, რომ თითოეულმა სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს ამ ისტორიულ მოვლენას და განაგრძოს კეთილმეზობლური ურთიერთობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG