Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა 9 მილიარდი ევრო შეაგროვა კორონავირუსის ინფექციის ვაქცინის შესამუშავებლად


ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დე ლაიენი აცხადებს, რომ კავშირში შემავალმა ქვეყნებმა 9 მილიარდი ევროს მობილიზება შეძლეს კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის შესამუშავებლად.

ამის შესახებ ევროკავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა ტვიტერით გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ თანხების შეგროვება 4 მაისის ვირტუალური სამიტის შემდეგ დაიწყო.

პირველ ეტაპზე, ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, შეგროვდა აუცილებელი თანხა 7,5 მილიარდი, რასაც მოგვიანებით დაემატა შემოწირულობა კერძო პირების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და ფონდების მხრიდან.

ევროკავშირის ჩანაფიქრით, შეგროვილი თანხები მოხმარდება კორონავირუსის გლობალურ შესწავლასა და ვაქცინისა და სამკურნალო პრეპარატების შექმნას, რაც ყველა ქვეყნის, მათ შორის ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.

ბოლო მონაცემებით, გლობალური პანდემიის განმავლობაში COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ 5,5 მილიონსგადააჭარბა. გარდაიცვალა დაახლოებით 349 ათასი პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG