Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტროპოლიტი ანტონი ეკლესიისადმი მტრულად განწყობილად მიიჩნევს NGO-ებს, ოპოზიციის და მედიის ნაწილს


ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტმა ანტონმა საკუთარი ანტიდასავლური განცხადება განმარტა „ტვ პირველის“ ეთერში.

„რამ მაიძულა, რომ ეს მეყვირა? ავტორი მე ვარ ამისი და მე ვიცი რა ვთქვი. თქმას გაგებაც უნდა ხო? მე ჩემი მენტალიტეტით, სადღაც ალბათ გრამატიკულად თუ რაღაცნაირად ვერ გავმიჯნე რა? როდესაც ვთქვი, რომ გადასინჯვა, მე ყოველთვის ვგულისხმობ, ეს ღირებულებები, რომელიც მტრულად არის განწყობილი ეკლესიისადმი, ამ ადამიანების, რომლებსაც მოვევლინები და ვამბობ, რომ ევროპული ღირებულებები არის კარგი, ვეღარ ვიცავ, იმიტომ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც 24 საათი ეკლესიას ლანძღავენ, ყველა ნეგატივს ეძებენ. ამათმა დატოვენ ისეთი სახე, თან ამავე დროს, ეს ადამიანები მოგვევლიანებიან ევროპული ღირებულებების დამცველად... გარკვეული ნაწილი ოპოზიცია. შემდეგში ალბათ შევქმნი გამოძიების ჯგუფს, ნამდვილად ალბათ საპატრიარქოსთან არსებულს, რომ ყველა ჩავიწეროთ ვინ არის ესენი, სახელი და გვარები. გარკვეული ნაწილი ოპოზიციის, მტრულად განწყობილი მედიის ნაწილი, ისევე არასამთავრობოები“, - თქვა მიტროპოლიტმა [სტილი დაცულია].

შეკითხვაზე, რაში გამოიხატება მედიის მტრობა? სასულიერო პირი პასუხობს: „ყველაფერში. ერთი დადებითი სიუჟეტი ბოლოს, როდის გაკეთდა ეკლესიაზე: „ჯიპები“, 25 მილიონი, რას ჰქვია ტყე გადასცეს? რას ჰქვია „ჯიპები“? რას ჰქვია 25 მილიონი?“

მიტროპოლიტი ანტონი ტყეებთან დაკავშირებულ საკითხს საპარლამენტო არჩევნებს არ უკავშირებს. „25 წელიწადია მღვდელმთავარი ვარ და 20 წელია შეტანილი გვაქვს ეს საკითხი, მოუწია ახლა, რა ვქნათ?“ - აღნიშნა მან.

მიტროპოლიტმა ანტონმა ქადაგებისას ილაპარაკა საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის გადახედვის შესახებ. „მე სერიოზულად ვფიქრობ, ალბათ სინოდზე დავსვამ ამ საკითხს, ხელახალი რეფერენდუმი ხომ არ მოგვეწყო და ხელახლა ხომ არ ვკითხოთ ჩვენს ხალხს, გვინდა თუ არა ასეთი ევროპა”, - თქვა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG