Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ ისახავს მიზნად ავღანეთიდან კონკრეტულ ვადაში ჯარების გაყვანას


აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიზნად არ ისახავს ჯარების კონკრეტული ვადაში გაყვანას ავღანეთიდან, სადაც აშშ-ისა და თალიბანს შორის მიღწეულმა მყიფე სამშვიდობო შეთანხმებამ ბოლო დღეებში ახალი იმპულსი შეიძინა.

დონალდ ტრამპის კომენტარი მოჰყვა ფართოდ გავრცელებულ ვარაუდებს იმის თაობაზე, რომ აშშ-ის ლიდერმა, შესაძლოა, ნოემბერის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაასრულოს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი საომარი კამპანია. „ჩვენ იქ ვართ 19 წლის განმავლობაში და, დიახ, ვფიქრობ, რომ კმარა... ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია უკან დაბრუნება, თუ ამის სურვილი გვქნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში 26 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე. „ასეთ მიზანს არ ვისახავ. მგრამ ეს მოხდება მაშინვე, როცა მიზანშეწეონილი იქნებაო“,- დასძინა დონალდ ტრამპმა

აშშ-ისა და თალიბანის წარმომადგენლებმა თებერვლის ბოლოს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ავღანეთიდან აშშ-ის ჯარის გაყვანის გრაფიკი დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების კუთხით თალიბანის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე.

25 მაისს განახლდა პატიმრების გათავისუფლების პროცესი, მას შემდეგ, რაც თალიბანმა სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა რამადანის დღესასწაულის დასრულებასთან დაკავშირებით. ამის პასუხად 25 მაისსავღანეთის მთავრობამ 100 თალიბი გაათავისუფლა ქაბულთან ახლომდებარე ბაგრამის საპატიმროდან. 26 მაისს კი ავღანეთის მთავრობამ ციხეებიდან გაათავისუფლა ჯამში 900-ზე მეტი თალიბი პატიმარი.

„იმედი გვაქვს, რომ ცეცხლის შეწყევტა გაგრძელდება, რათა მშვიდად წარიმართოს პატიმართა გათავისუფლების პროცესი და მალე შევძლოთ პირისპირ შეხვედრების დაწყება შიდა ავღანური სამშვიდობო პროცესის ფარგლებში,“ - განაცხადა 26 მაისს ავღანეთის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯავიდ ფაისალმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG