Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერიაში 1 ივნისიდან აღდგება მუნიციპალური სერვისები


პირველი ივნისიდან თბილისის მერია აღადგენს მუნიციპალური სერვისების მიწოდებას. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა:

"ყველა მიმართულებით, სადაც კი დროებითი შეფერხებები გვქონდა და შეჩერებული იყო მუშაობა, ყველა ათივე მუნიციპალური სერვის-ცენტრი, ათივე გამგეობაში დაიწყებს მუშაობას".

ასევე, აღდგება:

  • ადმინისტრაციული ერთეულების განმხილველი კომისიის სხდომები;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების/ყოფნის ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომები;
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ისტორიული საბჭოს სხდომები;
  • კულტურული ღონისძიებების დაფინანსების კომისიის სხდომები;
  • მერთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომები;
  • დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის სხდომები;
  • მერიის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად ჩასატარებელი კონკურსები. ​

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, თბილისის მერიაში მუნიციპალური სერვისები იყო დროებით შეჩერებული. მუშაობდა მხოლოდ სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები.

XS
SM
MD
LG