Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: ლტოლვილების ბინებისთვის გამოიყოფა დამატებით 150 მლნ ლარი


დევნილების საპროტესტო აქცია საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით. 11 ოქტომბერი, 2019.
დევნილების საპროტესტო აქცია საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით. 11 ოქტომბერი, 2019.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მთავრობა დევნილების ბინით დასაკმაყოფილებლად 150 მილიონ ლარს გამოყოფს.

"ეს ასევე იქნება პირდაპირი მხარდაჭერა სამშენებლო სექტორის, იმისთვის, რომ მათი მდგრადობა იყოს ძლიერი. მათ გაუძლონ ამ კრიზისს გრძელვადიან პერიოდში და არ განმეორდეს ის უბედურება, რაც მოხდა 2008 წლის კრიზისის შემდეგ, როცა უამრავი ოჯახი გაუბედურდა საქართველოში, რადგან ბოლო შემოსავალი ბინებში ჰქონდათ გადახდილი, და დღესაც ქუჩებში რჩებიან", - განაცხადა გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 283 271 ადამიანი, 90 ათასზე მეტი ოჯახია რეგისტრირებული. მათგან გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილია მხოლოდ 40 ათასამდე ოჯახი, ხოლო 50 ათასზე მეტი ოჯახი ბინის მოლოდინშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG