Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარიას თქმით, წესების დარღვევისთვის ოთარ ფარცხალაძეც დაჯარიმდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის ოთარ ფარცხალაძეც დაჯარიმდა. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს "ევროპული საქართველოს" დეპუტატის, ირმა ნადირაშვილის კითხვაზე პასუხის გაცემის დროს განაცხადა.

"ფარცხალაძის მაგალითზე რა კომენტარი უნდა გაგიკეთოთ?.. დააშავა?.. დაჯარიმდა, გადაიხადა, ეგეთი ბევრი დაჯარიმდა, 9 ათასი ჯარიმა იყო", - თქვა მან.

ამავე პარტიის წევრის, ხათუნა გოგორიშვილის დამაზუსტებელ კითხვაზე, რატომ იყო დამალული ეს ინფორმაცია, გახარიამ ასე უპასუხა:

"მკითხეთ და არ გიპასუხეთ?!"

საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით 3-ათასლარიანი ჯარიმა იყო გათვალისწინებული.

25 აპრილს მედიაში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ასახული იყო, რომ ყოფილი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, აკრძალვის დროს მანქანით გადაადგილდებოდა. ოპოზიცია ხელისუფლებას ფარცხალაძის მიმართ ლმობიერ დამოკიდებულებაში მუდმივად ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG