Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში აქციის 30 მონაწილე დააკავეს


შსს-ს ცნობით ბათუმში სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით დაკავებულია 30 პირი.

შსს-ს ცნობით აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობისას ცენტრალური გზის გადაკეტვას ცდილობნენ და პოლიციელთა მოწოდებებს არ ემორჩილებოდნენ.

ბათუმში აქციას მართავდნენ ხულიგნობის მუხლით დაკავებული 2 პირის ოჯახის წევრები, რომლებიც ხელისუფლებას ინციდენტში მონაწილე დაპირისპირებული მხარის მფარველობაში ადანაშაუბელდნენ და დაკავებულთა 2 - თვიანი პატიმრობის არასამართლიანობაზე საუბრობდნენ.

შსს-მის გარცელებული ინფორმაციის თანახმად კი 7 მაისს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში 2 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს წარედგინა ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით. დაკავებულები ამ დროისთვის იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში.

დღეს, დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს.

შსს-მ, როგორც უწყების განცადებაში ვკითხულობთ , მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით 7 მაისს მომხდარი ხულიგნობის ვიდეოჩანაწერიც გაავრცელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG