Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტიდან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია


ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტიდან ერთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ის „ცხელების ცენტრიდან“ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ მედიას აცნობა, რომ 31 წლის მამაკაცი სომხეთსა და რუსეთში იმყოფებოდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დღეს დილით დადასტურდა. ორს კონტაქტი ჰქონდა უკვე ინფიცირებულ პირებთან.

27 მაისს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები ძირითადად, მომდინარეობს საკარანტინო ზონებიდან და უკვე ცნობილი კლასტერებიდან, ხოლო მესამე სარისკო ჯგუფია საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები, რომელზეც კონტროლი გამკაცრებულია.

28 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის სულ 738 შემთხვევა. მათგან 573 უკვე გამოჯანმრთელდა. 12 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG