Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

150 მილიონი ლარი გამოიყოფა იმისთვის, რათა 1800-მა დევნილმა ოჯახმა 3 წლით ადრე მიიღოს ბინა


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, დევნილი 1800 ოჯახი კუთვნილ ბინებს 3 წლით ადრე მიიღებს. დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ამისთვის წლის ბოლომდე 150 მილიონი ლარი გამოიყოფა:

"მთავრობა მიმართავს 150 მილიონ ლარს წლის ბოლომდე იმისთვის, რომ დააკონტრაქტოს დევნილებისათვის, დამატებითი 1800 ოჯახისთვის 3-ჯერ მეტი მშენებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 6 ათასი ადამიანი 3 წლით ადრე მიიღებს ბინას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, ეს იქნება პირდაპირი დახმარება სამშენებლო კომპანიებისთვის ლიკვიდობით და ამას გარდა დახმარება დევნილებისთვისაც, როგორც სოციალური ჯგუფისთვის, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში.

"ბოლო თვეების განმავლობაში ამ კრიზისის პერიოდში ჩვენ კონკრეტული ნაბიჯებით დახმარებები ბევრი სოციალური ჯგუფი მოვიცავით და ხშირად იყო შეკითხვა, რომ ჩვენი დევნილები დაგვრჩნენ ყურადღების გარეშე და ჩვენ ახლა ასე ვთქვათ ამ ჩავარდნას ვაკომპენსირებთ", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG