Accessibility links

აშშ-ის კონგრესმა მხარი დაუჭირა ჩინეთის მიმართ სანქციებს უიღურების რეპრესიის გამო


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭირა მხარი კანოპროექტს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს შემოიღოს სანქციები ჩინეთის მიმართ, ამ ქვეყანაში უიღურთა უმცირესობის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების გამო.

ორპარტიული კანონპროექტი, რომელსაც თვის დასაწყისში სენატმაც ერთსულოვნად დაუჭირა მხარი, პრეზიდენტის ადმინისტრაციას აძლევს შესაძლებლობას დაუწესოს სანქციები ჩინეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც კავშირი აქვთ ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, სინცზიანის პროვინციაში მცხოვრები უიღური მუსლიმების უფლებების სისტემატურ შელახვასთან.

მანამდე კვირის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი“ კანონპროექტზე ხელმოწერის საკითხის განხილვა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მიმართ განიხილავს რამდენიმე ზომას, მათ შორის პეკინის მიერ ავტონომიურ ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების სადავო კანონთან დაკავშირებით, რასაც ჰონგ-კონგში მღელვარება მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG