Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა


11-ით გაიზარდა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა, - ამის შესახებ განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. მისივე თქმით, ჯამში, ინფიცირებულთა რიცხვმა 757-ს მიაღწია.

„11 შემთხვევიდან 2 ბოლნისის ცნობილი წყაროდანაა, ხოლო დანარჩენ 9-ს კონტაქტი ჰქონდა ერთ დადასტურებულ შემთხვევასთან თბილისში. ასე რომ, ახალი კლასტერი არ გვაქვს. ყველა ცნობილი წყაროა. პაციენტები გამოკვლეული იქნენ მე-13, მე-14 დღეს, იმყოფებოდნენ ბინაზე იზოლაციაში, რისი საშუალებაც მათ ჰქონდათ. მათი მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქად არის შეფასებული“, - უთხრა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ, რომლის თქმითაც, ამჟამად კოვიდცენტრებში სულ 145 პაციენტი მკურნალობს.

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 24-ით მოიმატა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ, რომელმაც 600-ს მიაღწია.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 250.

საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

XS
SM
MD
LG