Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციის მიერ დაკავებისას უიარაღო შავკანიანის სიკვდილს აშშ-ში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, რაც ზოგჯერ ძალადობაში გადაიზარდა


საპროტესტო გამოსვლა ატლანტაში, დემონსტრანტებს შეტაკება ჰქონდათ პოლიციასთან CNN-ის ცენტრში
საპროტესტო გამოსვლა ატლანტაში, დემონსტრანტებს შეტაკება ჰქონდათ პოლიციასთან CNN-ის ცენტრში

აშშ-ის არაერთ ქალაქში ძალადობაში გადაიზარდა უმეტესწილად მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც დაიწყო აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ უიარაღო შავკანიანის დაპატიმრების დროს მისი სიკვდილის შემდეგ და გავრცელდა აშშ-ის სხვა არეალებში.

მონაწილეებმა დაწვეს მაღაზიები მინეაპოლისში, დაამსხვრიეს პოლიციის მანქანები და ფანჯრები ატლანტაში, შეიჭრნენ პოლიციის შენობაში პორტლენდში, ორეგონის შტატში, იტყობინება ასოშიეიტედ პრესი.

მინესოტის ეროვნული გვარდიის სრული შემადგენლობა გამოიყვანა ხელისუფლებამ პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რის საჭიროებაც გაჩნდა ოთხდღიანი, ხანდახან ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლების გამო, რომლებიც დაიწყო ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო.

ფლოიდი ამ კვირაში გარდაიცვალა მას მერე, რაც დაკავების დროს მას, ქუჩაში, წაქცეულს, პოლიციელმა კისერზე მუხლი დააჭირა.

მინესოტის გუბერნატორმა, ტიმ უოლცმა განაცხადა, რომ გვარდიის გამოყვანა საჭირო იყო, რადგან ფლოიდის გამო დემონსტრანტებს გარეშე პირები იყენებდნენ, რათა ქაოსი გაევრცელებინათ და ის მოედლოდა, რომ 30 მაისის ღამის გამოსვლები ყველაზე სასტიკი იქნებოდა

ხალხი გამოხატავს თავის ბრაზს ბოლო დროს თეთრკანიანი პოლიციელების ხელით უიარაღო აფროამერიკელების მოკვლის არაერთი შემთხვევის გამო. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებმა გადაკეტეს ქუჩები და გაიძახოდნენ ლოზუნგს „black lives matter“ (შავი სიცოცხლე მნიშვნელოვანია).

ეროვნული გვადიის ძალები განთავსდნენ ვაშინგტონში, 30 მაისს, მას მერე, რაც დემონსტრანტების ჯგუფი შეიკრიბა თეთრ სახლთან და პრეზიდენტ ტრამპის მიმართ სალანძღავ სიტყვებს გაიძახოდნენ.

თეთრი სახლი ჩაიკეტა ღამით, როცა ასეულობით დემონსტრანტი მონაწილეობდა დემონსტრაციაში მახლობელ პარკში და გაიძახოდნენ ლოზუნგებს: „no justice no peace“ (სამართლიანობის გარეშე მშვიდობა ვერ იქნება) და „black lives matter“ (შავი სიცოცხლე მნიშვნელოვანია). თეთრი სახლი მას მერე ჩაკეტეს, რაც პოლიცია მასიდან შეეცადა ერთი პირის გაყვანას.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 30 მაისს განაცხადა, რომ ის უყურებდა ყელაფერს რაც ხდებოდა, და თქვა, რომ დემონსტრანტებს ღობე რომ გამოერღვიათ, „მათ დახვდებოდნენ ყველაზე ავი ძაღლებითა და ყველაზე სასტიკი იარაღით, რაც კი ოდესმე მინახავს“.

თუმცა დემონსტრაციების უმეტესობა მშვიდობიანი იყო, ზოგიერთი საპროტესტო გამოსვლა ძალადობაში გადაიზარდა. ძალადობრივი გამოსვლების შესახებ იტყობინებიან მინეაპოლისადან - მინესოტის შტატიდან, ასევე დეტროიტიდან - მიჩიგანიდან, ატლანტიდან - ჯორჯიის შტატიდან, სადაც, ასოშიეიტედ პრესის თანახმად, გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და გვარდიის ნაწილები გამოიყვანა. ძალადობის შესახებ ცნობები გავრცელდა რიჩმონდიდან, პორტლენდიდან, კოლამბუსიდან, გზები გადაიკეტა ჰიუსტონში, ტეხასის შტატში, სან-ხოსეში, კალიფორნიაში.

XS
SM
MD
LG